ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მეწარმეების დროის დაზოგვაზე, რადგანაც
დრო მნიშვნელოვანია თითოეული ბიზნესის უკეთ განვითარებისთვის.
ჩვენი
საბუღალტრო მომსახურების პაკეტში შედის:
Ø ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა;
ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა ეხება იმ პირებს, რომელთაც
არა აქვთ ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა, ან ეჭვი აქვთ, მათ არასრულფასოვან წარმოებაზე.
ჩვენ პირველადი დოკუმენტების საფუძველზე აღვადენთ განვლილი
პერიოდის საბუღალტრო ოპერაციებს და წესრიგში მოვიყვანთ საბუღალტრო აღრიცხვის რეესტრებს.
Ø ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის აწყობა;
ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის აწყობა გულისხმობს, სააღრიცხვო
პოლიტიკის განსაზღვრას და ბუღალტერიის მუშაობის სწორ დაგეგმვას.
ამ ამოცანების გადასაწყვეტად ჩვენ განვახორციელებთ,
საწარმოოს საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას, გამოთვლითი ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის
შესწავლას, აგრეთვე ბუღალტერიის მუშაობის სწორ დაგეგმვას და გრძელვადიანი სააღრიცხვო
პოლიტიკის განსაზღვრას.
Ø საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციური წარმოება;
საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციური წარმოება ეხება იმ
პირებს, რომელთაც ადგილზე არ ესაჭიროებათ ბუღალტერი და მათი საქმიანობისთვის საკმარისია
ელექტრონული ან სატელეფონო კავშირი ბუღალტერთან.
ჩვენი სპეციალისტები, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის
მიხედვით განახორციელებენ პირველადი დოკუმენტაციის, ასევე სხვა საჭირო ინფორმაციის
წამოღებას და საბუღალტრო პროგრამაში დამუშაბებას.
რის შემდგომაც მოხდება საბუღალტრო და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადედბა.
Ø საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ადგილზე;
საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ადგილზე ეხება იმ პირებს,
რომელთაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე
აუცილებელია ადგილზე ჰწონდეთ საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური.
ჩვენგან მივლენილი სპეციალისტები ადგილზე გაუძღვებიან
სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას,
გაგიწევენ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას. ასევე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას
საგადასახადო და სხვა ფინანსური აღრიცხვის სფეროში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით.
Ø საბუღალტრო პროგრამების დანერგვა;
საბუღალტრო პროგრამების დანერგვა გულისხმობს ბუღალტრული
აღრიცხვის და ბიზნეს საქმიანობის სრულ ავტომარიზაციას.
ჩვენი სპეციალისტები განახორციელებენ თქვენი ბიზნეს
საქმიანობის შესწავლას, რის შემდგომაც შეგირჩევთ თქვენთვის საჭირო საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებს. განვახორციელებთ
მათ დანერგვას და შემოგთავაზებთ სერვერულ უზრუნველყოფას.